вторник, 6 июня 2017 г.

6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, 2017 წელი.


მთვარის მე-13 
დღე 6.06-ის 17.30 სთ.დან 7.06-ის 18.27  სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
ლომის 25- და ქალწულის მე-6 გრადუსები.
სიმბოლო:
ბორბალი (გველი, რომელიც თავის კუდს კბენს) შუაში სვასტიკით. სვასტიკა სარკისებურია”, ის თითქოს ბრუნავს საათის ისრის მიმართულებით.
მოქმედება:
იმედი.
სახელწოდება:
ბორბალი, გველი, რომელიც თავის კუდს კბენს.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
შესანიშნავი დღეა სწავლისათვის, საჭმლის მოსამზადებლად, პურის გამოსაცხობად, არ არის ცუდი შენაძენისათვის, დაგროვების, საოჯახო ნივთების დასამზადებლად. ცუდია დიდი საქმეებისა და მოგზაურობისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
მაგიური დღეა, ინფორმაციის დაგროვების, მრგვალი თილისმების დამზადების, ძაფის დართვის, კონტაქტების ორგანიზების, სწავლის, წარსულის კორექციის, კარმაზე მუშაობის დღეა.
კარგი პერიოდია ჯგუფური კონტაქტებისათვის, სწავლისათვის. ამ დღეს პური უნდა გამოაცხოთ.
სოციალური ზეგავლენა:
კარგი დღეა. განსაკუთრებით ჯგუფური სამუშაოსათვის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ავადმყოფობები საშიშია, მაგრამ ამ დღეს შესანიშნავად მოქმედებს წამლები, კოსმეტიკური საშუალებები. მიდის გაახალგაზრდავების პროცესები. საჭიროა კუჭის დატვირთვა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
არიან იდეალური მოსწავლეები, მისტიკოსები. ამ დღეს დაბადებული ადამიანი ეს არის გველი, რომელიც თავის კუდს კბენს. ეს ადამიანია, რომელიც ფეხს უწყობს დროს, კონტაქტში შედის სხვა სამყაროსთან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ბედნიერი ანდა უბედური შემთხვვა ამ ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ფორტუნას ჭირვეულობა და კარმის კანონები მასზე ყოველთვის მთლიანად განხორციელდება. გრძელი სიცოცხლის გზა ექნება. გარემოებიდან გამომდინარე ან თავისუფალი იქნება, ანდა მთლიანად დამოკიდებული.
მედიტაცია:
მზის გამოსახულებიანი სვასტიკა.
მთვარე იმყოფება ,,მორიელის'' ზოდიაქოში        
      5.06-ის 14.45 სთ.მდე. 8.06-ის 3.00 სთ.მდე
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში თევზების  და კირჩხიბის ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ თხის  რქის და  ქალწულის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ვერძის და  ტყუპების  ნიშნებს.
მორიელის და კუროს ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მერწყულის და  ლომის ზოდიაქოსთვის.
პლამეტა მარსი შევიდა  კირჩხიბის  ზოდიაქოში 4 ივნისიდან 21 ივლისამდე.
დადებითად  იმოქმედებს , ენერგიას მოუტანს და საქმეში  წარმატებას მორიელის და თევზების ზოდიაქოს წარმომადგენლებს. ზომიერ წარმატებას ქალწულის და კუროს ზოდიაქოს.
 კრიტიკულად  იმოქმედებს, კამათს და აგრესიას გამოიწვევს თხის რქის ზოდიაქოსთვის. ასევე კრიტიკული იქნება სასწორის და  ვერძის ზოდიაქოს  ნისნებისათვის.
დანარჩენი ზოდიაქოს  ნიშნებისათვის მხოლოდ მარსის კირჩხიბში მდებარეობით  პროგნოზი ნაკებ ეფექტური  იქნება.

დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: 6 ივნისი  დადებითი  დღეა, განსაკუთრებით  14 საათის სემდგომი დღის  მონაკვეთი.
პატივისცემით ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი 
მობ. 593215274
 facebook: beso beciashvili
skype:astrokonsultant
www.astrokonsultant.blogspot.com .


Комментариев нет:

Отправить комментарий