მთვარის მე-14 დღე
7.06-ის 8.27 სთ.დან 8.06-ის 19.23 სთ.მდე.
|
სიმბოლური შესატყვისება:
|
ქალწულის მე-7 და
მე-18 გრადუსები.
|
|
სიმბოლო:
|
საყვირი.
|
|
მოქმედება:
|
გამოწვევა.
|
|
სახელწოდება:
|
საყვირი,
ხეობა.
|
ვინაიდან ეს მოწოდების დღეა, იგი ასოცირდება საყვირთან. დაკავშირებულია ინფორმაციის წყაროების გამოყენებასთან.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია მოგზაურობისათვის, კომერციისა და თამაშებისათვის. ამ დღეს ჩადენილი დანაშაულები იხსნება. ძლიერდება მუსიკის დადებითი ზეგავლენა.
მისტიური ზეგავლენა:
ძალიან სერიოზული დღეა. სცდიან ძალებს ფიზიკურ სამყაროში. მთავარი ეტაპების დასაწყისი დღეა სრულყოფილების მისაღწევად. ბევრი რამ კარგად გამოდის. რეკომენდებულია ინფორმაციაზე მუშაობა, ლოცვა შეიძლება, მაგრამ არა მეტისმეტი გულმოდგინებით. სასარგებლოა მომეტებული ნუშის ჭამა, დამარილებული პროდუქტების მიღება. უარი თქვით მწარეზე და ტკბილზე. სასარგებლოა წმინდა ტექსტებზე მუშაობა. ხდება საიდუმლო ცოდნის მიღება. ადამიანებს ეხსნება მესამე თვალი (თუ მასზე მივმართავთ გულისხმევას). არ შეიძლება არავითარი მაგიური საქმიანობა. არ შეიძლება თვალების გადატვირთვა, სუნამოს გამოყენება. უკეთესია ვერიდოთ სარკეში ცქერას.
სასარგებლოა ნებისმიერი ფიზიკური ვარჯიში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დღეს ხშირად შემოგვაწვება დარდი და სევდა, მელანქოლია. ბევრი თვითმკვლელობა ხდება. შეიმჩნევა დევნის მანია. სხვა სამყაროებთან კონტაქტები.
სოციალური ზეგავლენა:
ძალიან ბედნიერი დღეა, თითქმის ყველაფრისთვის, განსაკუთრებით დიდი, გლობალური, ხანგრძლივი საქმეებისთვის. წარმატებით ხორციელდება სამსახურის შეცვლა. კარგია სასამართლოსა და განქორწინებისათვის. საქმეები წარმატებით წავა, თუმცა შესაძლოა მოყვეს შედეგები.
ნებისმიერი საქმის დაწყება უკეთესია მე-14 დღისთვის გადაიტანოთ. ამ დღეს დაწყებული საქმეები გამოვა. თუ გაუშვით დღე, მთელი თვე დაკარგულია.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღის დაავადებები სწრაფად და ადვილად გაივლის. რეკომენდებულია ორგანიზმის გაწმენდა შხამებისა და ნარჩენებისაგან. ამ დღეს ფსიქიკა გადატვირთულია. შესაძლოა განწყობილების ცვალებადობა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
საკმაოდ სუსტი ჯანმრთელობისანი არიან. მუდმივად ავტორიტეტის ძიებაში. მათ ექნებათ მოწოდება რაიმეს მიმართ. ახასიათებთ შესანიშნავი შემგუებლობა, შენიღბვის ნიჭი, ჭკუა და ეშმაკობა, უნარი გაიჩინონ მიმდევრები. ისინი მზად არიან გმირობისათვის, თითქმის სტერილურები და საკმაოდ აზიზები არიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული ბავშვი არ გაწყვეტს კავშირს სხვა სამყაროსთან. მას წინაპრები მიეხმარებიან. მუდამ ესმოდეთ იქნება სინდისის ხმა. გაუგებარი დარდი და წინათგრძნობა ყოველთვის მათი თანამგზავრი იქნება, მაგრამ კეთილი ძალები ყოველთვის დაიფარავენ, თვით ყველაზე კრიტიკულ მომენტებსა და სიტუაციებშიც კი.
მედიტაცია:
ბგერა.
მთვარე იმყოფება ,,მორიელის'' ზოდიაქოში
5.06-ის 14.45 სთ.მდე. 8.06-ის 3.00 სთ.მდე
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში თევზების და კირჩხიბის ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ თხის რქის და ქალწულის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ვერძის და ტყუპების ნიშნებს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ვერძის და ტყუპების ნიშნებს.
მორიელის და კუროს ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მერწყულის და ლომის ზოდიაქოსთვის.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მერწყულის და ლომის ზოდიაქოსთვის.
პლამეტა მარსი შევიდა კირჩხიბის ზოდიაქოში 4 ივნისიდან 21 ივლისამდე.
დადებითად იმოქმედებს , ენერგიას მოუტანს და საქმეში წარმატებას მორიელის და თევზების ზოდიაქოს წარმომადგენლებს. ზომიერ წარმატებას ქალწულის და კუროს ზოდიაქოს.
კრიტიკულად იმოქმედებს, კამათს და აგრესიას გამოიწვევს თხის რქის ზოდიაქოსთვის. ასევე კრიტიკული იქნება სასწორის და ვერძის ზოდიაქოს ნისნებისათვის.
დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისათვის მხოლოდ მარსის კირჩხიბში მდებარეობით პროგნოზი ნაკებ ეფექტური იქნება.
დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: მხოლოდ, გაითვალისწინეთ, რომ მთვარის მე-14 დღე იწყება 7 ივნისის 18.27 სთ.დან და გრძელდება8 ივნისის საღამოს 9.23 სტ.მდე.
7 ივნისი დადებითი დღეა. მაგრამ მოსალოდნელია იუპიტერის რეტროგრადული მოძრაობიდან დირექტულზე გადასვლის გამო, რომელიც 9 ივნისის დილის საათებში მოხდება, ამინდის ანომალიური ცვლილებები გაგრძელდეს 11-12 ივნისის ჩათვლით.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ. 593215274
facebook: beso beciashvili
skype:astrokonsultant
www.astrokonsultant.blogspot.com .

Комментариев нет:
Отправить комментарий