მთვარის მე-5 დღე
23.10-ის 10.31 სთ.დან 24.10-ის 10.31 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
|
კუროს მე-19 და 30-ე გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
მარტორქა, რომელიც მიანიშნებს პრინციპების ერთგულებაზე. მეხუთე დღეს ხალხს ამშვიდებენ წმინდა ქალწულები.
|
მოქმედება:
|
კვება.
|
სახელწოდება:
|
მარტორქა, ზეთით სავსე კანდელი, საკვები.
|
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია გზისთვის. კვების დღეა. უარი არ უნდა თქვათ ჭამაზე, თUმცა არც გადამეტებაა სასურველი. არ იშიმშილოთ. ამ დღეს, რომელიც სიმბოლირდება საკვების შეთვისებასთან. მის ტრანსფორმაციასთან. დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს საკვებს. ეს ერთადერთი დღეა, როცა ორგანიზმი ბოლომდე ითვისებს მას. ამიტომ უნდა მიენდოთ ინსტინქტებს და ჭამოთ ის რაც მოგინდებათ. ასე იქცევიან იოგები. ისინი ცოტა-ცოტა ყველაფერს ყიდულობენ ბაზარში და მიირთმევენ. ამ დღეს საჭიროა კარგად დანაყრება, თუმცა ზომიერად. პროდუქტებიდან მთავარ ადგილზე უნდა იყოს რძე და ხაჭო.
მისტიური ზეგავლენა:
კარგია ტირილი. შეიძლება ბალახებზე მუშაობა, დიეტის შემუშავება. სიმტკიცის დღეა. შეიძლება პრინციპების გამო დავა. ვინმეს დაცვა.
სოციალური ზეგავლენა:
იმპულსური დღეა, მაგრამ არა ცუდი.
კარგია მე-5 დღეს გზაში ყოფნა, ტირილი, ცხადში თუ სიზმრად, ბალახებზე მუშაობა, შეგროვება, გაშრობა, ნაყენების მომზადება.
სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადებები მძიმეა, ხშირად სასიკვდილო, დაძაბულად მუშაობს ნაწლავები, საჭმლის მომნელებელი ჯირკვლები. ყურადღება უნდა მიექცეს საყლაპავ მილს. შიმშილი არ შეიძლება. უკუნაჩვენებია ცხოველური საკვები.
საკვებიდან მოერიდეთ კომბოსტოს მწნილს, მჟავე კიტრს. მოერიდეთ ისეთი პროდუქტების მიღებას, რომლებიც შეიცავენ ლპობის მიკრობებს.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
არ სუქდებიან. მათი დამახასიათებელი თვისებაა მოუსვენრობა. საკმაოდ ძლიერები არიან, თითქმის გოლიათები. მათთვის სასარგებლოა ახალ-ახალი ინფორმაციის მიღება.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახულთა ბედი რთული იქნება. ისინი კარდინალურ გარდაქმნებში იქნებიან ბოროტსა და კეთილს შორის და ეს შესაძლოა ორ ან სამჯერ განმეორდეს სიცოცხლის მანძილზე. ამ დღეს ჩასახულ ბავშვს შეიძლება მთელი სიცოცხლე ძლიერი და ბოროტი მტრები ხვდებოდნენ. ის დასჯილი იქნება ყოველი ბოროტის საქმისა და აზრის გამო. მთელი მისი სიბოროტე თვითონ შემოუბრუნდება. მას კარმა სდევს თან. ბავშვს ექნება ზებუნებრივი ინდივიდუალობა.
მედიტაცია:
საკვები.
23 ოქტომბრიდან 23 ნოემბრამდე მზე იმყოფება მორიელის ზოდიაქოში.
დადებითად იმოქმედებს , პირველ რიგში, თევზების და კირჩხიბის ნიშნით დაბაებულებზე.
აგრეთვე წარმატებას მოუტანს თხის რქის და ქალწულის ნიშნებს.
ბევრი სამუშაო ექნებათ საქმეში, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ვეძის და ტყუპების ნიშნებს.
კრიტიკულია აღნიშნული პერიოდი მერწყულის და ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის.
კუროს ზოდიაქოს ნიშანს მოუწევს დაპირისპირების გადალახვა, რის შემდეგაც მათთვისაც დადებითი მოვლენები განვითარდება.
მორიელის ნიშნებს წინდაწინ ვულოცავ დაბადების დღეს, ბედნიერებას და წინსვლას ვუსურვებ.
მათთვის, როგორც ყველა ზოდიაქოში დაბადებული პიროვნებისათვის, ერთი უძველესი ასტროლოგიური კანონი არსებობს: დაბადების დღემდე შვიდი და ბოლო სამი დღე ხშირად რთულია, ხოლო დაბადების დღის საღამოდან შემდგომი პერიდი, გაცილებით წარმატებული.
მთვარე იმყოფება ,,მშვილდოსნის'' ზოდიაქოში 22.10-ის 15.56 სთ.დან 24.10-ის 4.12 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ ვერძის და ლომის ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება მერწყულის და სასწორის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კუროს და კირჩხიბის ნიშნებს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კუროს და კირჩხიბის ნიშნებს.
მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თევზების და ქალწუის ზოდიაქოსთვის.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თევზების და ქალწუის ზოდიაქოსთვის.
დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: 23 ოქტომბერი დადებითი დღეა, განსაკუთრებით, დღის პირველი ნახევარი.
(სააათები მითითებულია საქართველოს ადგილობრივი დროით.)
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
facebook: beso beciashvili
მობ: 5 93 21 52 74
skype:astrokonsultant
Комментариев нет:
Отправить комментарий