понедельник, 23 октября 2017 г.

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2017 წელი.


მთვარის მე-6 დღე 
24.10-ის 11.25 სთ.დან  25.10-ის 12.16 სთ.მდე მოქმედებს.


სიმბოლური შესატყვისება:
ტყუპების 1-ლი და მე-12 გრადუსები.
სიმბოლო:
ღრუბლები, წერო (სიმბოლიზირდება პასიურ ქალურ საწყისთან).
მოქმედება:
შეწყალება.
სახელწოდება:
პრანა, ცისარტყელა, წერო.

ეს კოსმიური ენერგიის შთანთქმის და ათვისების, წინასწარმეტყველებისა და აზრების გადაცემის პერიოდია. ამ დღეს მუშაობა ხდება სიტყვებზე. მეცადინეობენ პრანაიამაში. რეკომენდებულია აგრეთვე სხვადასხვა სუნებზე მუშაობა, რამდენადაც მხოლოდ ზედა სასუნთქ გზებში და აგრეთვე ფილტვების ზედა ნაწილში ხდება კოსმიური ენერგიის  პრანას ტრანსფორმაცია. ეს სიყვარულისა და შეწყალების დღეა. იგი შეგახსენებთ პატიებას.
ძველ დროში ამ დღეს ღრუბლებზე მკითხაობდნენ. თუ ცა მოწმენდილია, ანდა მთლიანად ღრუბლებითაა დაფარული ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროში არ არის ჰარმონია. კარგია ღრუბლების ყურება, მელოდიური ხმების მოსმენა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია ჯგუფური საქმიანობისათვის, იპოვით დაკარგულ და მოპარულ ნივთებს. სიზმრები აცხადდება. უკეთესია თუ მათზე არ უამბობთ არავის.
მისტიური ზეგავლენა:
კოსმიური ენერგიის შთანთქმისა და შეთვისების, წინასწარმეტყველების, აზრების გადაცემის, პრანაიამაში მეცადინეობის პერიოდია.
სოციალური ზეგავლენა:
ბედნიერი დღეა, წარმატებულია სამეცნიერო კვლევისათვის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ავადმყოფები სწრაფად გამოჯამრთელდებიან. უნდა იმუშაოთ ბრონქებზე, ზედა სასუნთქ გზებზე. კარგია სასუნთქი გზების მკურნალობა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
კოსმიური ენერგიის გამტარები, ტრანსფორმატორები არიან. ხშირად დღეგრძელები არიან. მქადაგებლები.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
მეოცნებე და მოგზაურის ხანგრძლივი ცხოვრება ელის. ამ დღეს ჩასახული ბავშვი იდეალის ძიებაში იქანება  ეყვარება ბუნება.

23 ოქტომბრიდან 23 ნოემბრამდე მზე იმყოფება მორიელის ზოდიაქოში.
დადებითად იმოქმედებს , პირველ რიგში, თევზების და კირჩხიბის ნიშნით  დაბაებულებზე.
აგრეთვე წარმატებას მოუტანს თხის რქის და ქალწულის ნიშნებს.
ბევრი სამუშაო ექნებათ საქმეში, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ვეძის და ტყუპების ნიშნებს.
კრიტიკულია აღნიშნული პერიოდი მერწყულის და ლომის ზოდიაქოს ნიშნით  დაბადებულებისთვის. 
კუროს ზოდიაქოს ნიშანს მოუწევს დაპირისპირების  გადალახვა, რის შემდეგაც მათთვისაც დადებითი მოვლენები განვითარდება.
მორიელის ნიშნებს წინდაწინ ვულოცავ დაბადების დღეს, ბედნიერებას და წინსვლას ვუსურვებ. 
მათთვის, როგორც ყველა ზოდიაქოში დაბადებული პიროვნებისათვის, ერთი უძველესი  ასტროლოგიური კანონი არსებობს: დაბადების დღემდე შვიდი და ბოლო სამი დღე ხშირად რთულია, ხოლო დაბადების დღის საღამოდან შემდგომი პერიდი, გაცილებით წარმატებული.

მთვარე იმყოფება ,,მშვილდოსნის'' ზოდიაქოში  22.10-ის 15.56 სთ.დან  25.10-ის 4.12 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ ვერძის და ლომის ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება  მერწყულის და სასწორის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კუროს და კირჩხიბის  ნიშნებს.
მშვილდოსნის და  ტყუპების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თევზების  და ქალწუის ზოდიაქოსთვის.

 დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: 24 ოქტომბერი დადებითი  დღეა, განსაკუთრებით,  დღის პირველი ნახევარი (14 საათამდე პერიოდი).
(სააათები  მითითებულია საქართველოს ადგილობრივი  დროით.)
პატივისცემით ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი 
 facebook: beso beciashvili
მობ: 5 93 21 52 74
skype:astrokonsultant


Комментариев нет:

Отправить комментарий