მთვარის მე-5 დღე
22.11-ს 11.00 სთ.დან 23.11-ის 11.45 სთ.მდე მომედებს.
|
სიმბოლური შესატყვისება:
|
კუროს მე-19 და 30-ე გრადუსები.
|
|
სიმბოლო:
|
მარტორქა, რომელიც მიანიშნებს პრინციპების ერთგულებაზე. მეხუთე დღეს ხალხს ამშვიდებენ წმინდა ქალწულები.
|
|
მოქმედება:
|
კვება.
|
|
სახელწოდება:
|
მარტორქა, ზეთით სავსე კანდელი, საკვები.
|
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია გზისთვის. კვების დღეა. უარი არ უნდა თქვათ ჭამაზე, თUმცა არც გადამეტებაა სასურველი. არ იშიმშილოთ. ამ დღეს, რომელიც სიმბოლირდება საკვების შეთვისებასთან. მის ტრანსფორმაციასთან. დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს საკვებს. ეს ერთადერთი დღეა, როცა ორგანიზმი ბოლომდე ითვისებს მას. ამიტომ უნდა მიენდოთ ინსტინქტებს და ჭამოთ ის რაც მოგინდებათ. ასე იქცევიან იოგები. ისინი ცოტა-ცოტა ყველაფერს ყიდულობენ ბაზარში და მიირთმევენ. ამ დღეს საჭიროა კარგად დანაყრება, თუმცა ზომიერად. პროდუქტებიდან მთავარ ადგილზე უნდა იყოს რძე და ხაჭო.
მისტიური ზეგავლენა:
კარგია ტირილი. შეიძლება ბალახებზე მუშაობა, დიეტის შემუშავება. სიმტკიცის დღეა. შეიძლება პრინციპების გამო დავა. ვინმეს დაცვა.
სოციალური ზეგავლენა:
იმპულსური დღეა, მაგრამ არა ცუდი.
კარგია მე-5 დღეს გზაში ყოფნა, ტირილი, ცხადში თუ სიზმრად, ბალახებზე მუშაობა, შეგროვება, გაშრობა, ნაყენების მომზადება.
სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადებები მძიმეა, ხშირად სასიკვდილო, დაძაბულად მუშაობს ნაწლავები, საჭმლის მომნელებელი ჯირკვლები. ყურადღება უნდა მიექცეს საყლაპავ მილს. შიმშილი არ შეიძლება. უკუნაჩვენებია ცხოველური საკვები.
საკვებიდან მოერიდეთ კომბოსტოს მწნილს, მჟავე კიტრს. მოერიდეთ ისეთი პროდუქტების მიღებას, რომლებიც შეიცავენ ლპობის მიკრობებს.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
არ სუქდებიან. მათი დამახასიათებელი თვისებაა მოუსვენრობა. საკმაოდ ძლიერები არიან, თითქმის გოლიათები. მათთვის სასარგებლოა ახალ-ახალი ინფორმაციის მიღება.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახულთა ბედი რთული იქნება. ისინი კარდინალურ გარდაქმნებში იქნებიან ბოროტსა და კეთილს შორის და ეს შესაძლოა ორ ან სამჯერ განმეორდეს სიცოცხლის მანძილზე. ამ დღეს ჩასახულ ბავშვს შეიძლება მთელი სიცოცხლე ძლიერი და ბოროტი მტრები ხვდებოდნენ. ის დასჯილი იქნება ყოველი ბოროტის საქმისა და აზრის გამო. მთელი მისი სიბოროტე თვითონ შემოუბრუნდება. მას კარმა სდევს თან. ბავშვს ექნება ზებუნებრივი ინდივიდუალობა.
მედიტაცია:
საკვები.
დღეს მზე გადავიდა ,,მშვილდოსნის'' ზოდიაქოში 22 დეკემბრამდე.
ეს პერიოდი წარმატების მომტანი იქნება, პირველ რიგში, ვერძის და ლომის ზოდიაქოს ნიშნებისათვის.
საქმეში წარმატებას მოუტანს, მაგრამ, შესაძლოა სუსტი ჯანმრთელობა გამოიწვიოს კუროს და კირჩხიბის ნიშნებისათვის.
ზომიერ წარმატებას მიაღწევენ აღნიშნული პერიოდი მერწყულის და სასწორის ნიშნები.
თავად მშვილდოსნებისთვი მოქმედებს უძველესი ასტროლოგიური კანონი: დაბადების დღემდე ერთი კვირა და თვით დაადების დგეც საღამოს საათებამდე რთული იქნება და სიფრთხილე მართებს ყველა იუბილარს, ხოლო დაბადების დღის შემდეგი პერიოდი წარმატებული იქნება.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნებს მოუწევთ დაპირისპირება, საკუთარი პოზიციის სისწორეში პარტნიორის თუ ხელმძღვანელობის დარწმუნება, რის შემდეგ მათაც წარმატებული პერიოდი დაუდგებათ.
დადებითი პერიოდი ექნებათ მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს, ხოლო, თხის რქის ზოდიაქოს ნიშნებს, შედარებითი ჩაკეტილობის, საქმეში დაბრკოლების პერიოდი დაუდგებათ.
კრიტიკულია აღნიშნული პერიოდი თევზების და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
(ეს ყოველივე, შესაძლოა, საგრძნობად შეიცვალოს, პიროვნების პირადი ჰოროსკოპის ინდივიდუალური მაჩვენებლების გამო.)
მთვარე იმყოფება ,,თხის რქის'' ზოდიაქოში 21.11-ის 11.14 სთ.დან 24.11-ის 0.14 სტ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში კუროს და ქალწულის ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება თევზების და მორიელის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ტყუპების და ლომის ნიშნებს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ტყუპების და ლომის ნიშნებს.
თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ვერძის და სასწორს ზოდიაქოსთვის.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ვერძის და სასწორს ზოდიაქოსთვის.
დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: 22 ნოემბერი დადებითი და წარმატების მომტანი დღე იქნება.
წარმატებით ჩაივლის დღის განმავლობაში და საღამოს საათებში საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოლაპარაკებები, კულტურულ- საგანმანათლებლო, თუ გართობის და წვეულებების მიზნით ადამიანების შეკრება.
(მთვარის და პლანეტა პლუტონის შეერთების დადებითი ვიბრაციების გავლენის გამო. შეერთებისკულმინაცია 22.58 სთ.ზე.
(საათები მითითებულია სქართველოს ადგილობრივი დროით.)
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
facebook: beso beciashvili
skype: asyrokonsultant
მობ: 5 93 21 52 74

Комментариев нет:
Отправить комментарий