среда, 22 ноября 2017 г.

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2017 წელი.


მთვარის მე-6 დღე
 23.11-ის 11.45 სთ.დან 24.11-ის 12.26 სთ.მდე მოქმედებს.
იგი წინ უსწრებს მთავრის პირველ მეოთხედს

სიმბოლური შესატყვისება:
ტყუპების 1-ლი და მე-12 გრადუსები.
სიმბოლო:
ღრუბლები, წერო (სიმბოლიზირდება პასიურ ქალურ საწყისთან).
მოქმედება:
შეწყალება.
სახელწოდება:
პრანა, ცისარტყელა, წერო.

ეს კოსმიური ენერგიის შთანთქმის და ათვისების, წინასწარმეტყველებისა და აზრების გადაცემის პერიოდია. ამ დღეს მუშაობა ხდება სიტყვებზე. მეცადინეობენ პრანაიამაში. რეკომენდებულია აგრეთვე სხვადასხვა სუნებზე მუშაობა, რამდენადაც მხოლოდ ზედა სასუნთქ გზებში და აგრეთვე ფილტვების ზედა ნაწილში ხდება კოსმიური ენერგიის პრანას ტრანსფორმაცია. ეს სიყვარულისა და შეწყალების დღეა. იგი შეგახსენებთ პატიებას.
ძველ დროში ამ დღეს ღრუბლებზე მკითხაობდნენ. თუ ცა მოწმენდილია, ანდა მთლიანად ღრუბლებითაა დაფარული ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროში არ არის ჰარმონია. კარგია ღრუბლების ყურება, მელოდიური ხმების მოსმენა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია ჯგუფური საქმიანობისათვის, იპოვით დაკარგულ და მოპარულ ნივთებს. სიზმრები აცხადდება. უკეთესია თუ მათზე არ უამბობთ არავის.
მისტიური ზეგავლენა:
კოსმიური ენერგიის შთანთქმისა და შეთვისების, წინასწარმეტყველების, აზრების გადაცემის, პრანაიამაში მეცადინეობის პერიოდია.
სოციალური ზეგავლენა:
ბედნიერი დღეა, წარმატებულია სამეცნიერო კვლევისათვის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ავადმყოფები სწრაფად გამოჯამრთელდებიან. უნდა იმუშაოთ ბრონქებზე, ზედა სასუნთქ გზებზე. კარგია სასუნთქი გზების მკურნალობა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
კოსმიური ენერგიის გამტარები, ტრანსფორმატორები არიან. ხშირად დღეგრძელები არიან. მქადაგებლები.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
მეოცნებე და მოგზაურის ხანგრძლივი ცხოვრება ელის. ამ დღეს ჩასახული ბავშვი იდეალის ძიებაში იქანება  ეყვარება ბუნება.

22 ნოემბრიდან  მზე გადავიდა ,,მშვილდოსნის'' ზოდიაქოში 22 დეკემბრამდე.
ეს პერიოდი წარმატების მომტანი იქნება, პირველ რიგში, ვერძის და ლომის ზოდიაქოს ნიშნებისათვის. 
საქმეში წარმატებას მოუტანს, მაგრამ, შესაძლოა სუსტი ჯანმრთელობა გამოიწვიოს კუროს და კირჩხიბის ნიშნებისათვის. 
ზომიერ წარმატებას მიაღწევენ  აღნიშნული პერიოდი მერწყულის და სასწორის ნიშნები.
თავად მშვილდოსნებისთვი მოქმედებს უძველესი ასტროლოგიური კანონი: დაბადების დღემდე ერთი კვირა და თვით დაადების დგეც საღამოს საათებამდე რთული იქნება და სიფრთხილე მართებს ყველა იუბილარს, ხოლო დაბადების  დღის შემდეგი პერიოდი წარმატებული იქნება.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნებს მოუწევთ დაპირისპირება, საკუთარი პოზიციის სისწორეში პარტნიორის თუ ხელმძღვანელობის დარწმუნება, რის შემდეგ მათაც წარმატებული პერიოდი დაუდგებათ.
დადებითი პერიოდი ექნებათ  მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს, ხოლო, თხის რქის ზოდიაქოს ნიშნებს, შედარებითი ჩაკეტილობის, საქმეში დაბრკოლების პერიოდი დაუდგებათ.
კრიტიკულია აღნიშნული პერიოდი თევზების და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
(ეს ყოველივე, შესაძლოა, საგრძნობად შეიცვალოს, პიროვნების პირადი ჰოროსკოპის ინდივიდუალური მაჩვენებლების გამო.)

მთვარე იმყოფება ,,თხის რქის'' ზოდიაქოში      21.11-ის 11.14 სთ.დან  24.11-ის 0.14 სტ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში კუროს და ქალწულის  ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება  თევზების და მორიელის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ტყუპების და ლომის ნიშნებს.
თხის რქის და  კირჩხიბის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ვერძის და სასწორს ზოდიაქოსთვის.

 დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: 23 ნოემბერი დადებითი დღეა, განსაკუთრებით,  15-16 საათის შემდგომი დღის მონაკვეთი.
(საათები  მითითებულია სქართველოს ადგილობრივი  დროით.)
პატივისცემით ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი 
 facebook: beso beciashvili
skype: asyrokonsultant
მობ: 5 93 21 52 74


Комментариев нет:

Отправить комментарий