понедельник, 4 декабря 2017 г.

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2017 წელი.


მთვარის მე-17 დღე
 4.12-ის 18.37 სთ.დან 5.12-ის 19.38 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
სასწორის მე-13 და 24- გრადუსები.
სიმბოლო:
ზარი, ყურძნის მტევანი.
მოქმედება:
ექსტაზი.
სახელწოდება:
ზარი, ყურძნის მტევანი.

ამ დღეს ხდება შინაგანი თავისუფლების შეძენა. დიონისეს მისტერიის დღეა. ძველ საბერძნეთში ამ ღმერთის პატისვისცემად წმინდა ვაკხანალიები იმართებოდა. ეს დაგროვების, ნაყოფიერების, ექსტაზისა და ყოფიერების, სიხარულის დღეა. კარგია ცოლ-ქმრული ურთიერთობებისათვის. წყვილების კონტაქტების, ქეიფების, ბანკეტებისა და წვეულებებისათვის. ყველაზე ნათელი ასპექტი ამ დღისათვის არის სიყვარული, მაგრამ ზომიერების დაცვა არ უნდა დაგავიწყდეთ. ეს დღე ბევრ მოულოდნელობას შეიცავს, უდიდესი არაკონტროლირებადი ენერგიების გამო.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ცუდია ერთფეროვანი, მოსაწყენი საქმისათვის, გადაღლისა და ანგარიშებისათვის. კარგია მოგზაურობისათვის, ვაჭრობისათვის, ქორწინებისათვის. წარმატებულია ქურდებისათვის.
მე-17 დღე კონტაქტების დღეა. მხიარულების და სიმღერის. ჯგუფური ვარჯიშების, ძალისმიერი ასანებისთვის. ამ დღის შედეგები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. მაღალ დონეზე  იდეალური სიყვარულის გასაღების პოვნა, დაბალ დონეზე - თავშეუკავებელი სიგიჟე და ლოთობა.
რეკომენდებულია მშრალი ღვინო.

სამედიცინო თვალსაზრისით:
ინფექციური დაავადებების გამოვლინების დღეა. ქალებს ფსიქიკა დაძაბული აქვთ. ტრავმისთვის საშიში დღეა. ამ დღეს კარგია ქორწინება. მას დიდხანს ექნება საფუძვლად სიყვარული. საერთოდ, ქორწილისთვის კარგია მე-12, მე-16 და მე-17 დღეები (მე-16 დღეს  ქორწინება დაეფუძნება ჰარმონიულობას, მე-12 დღეს უმაღლეს სიყვარულს).
ამ მთვარის დღეს დაბადებული ადამიანები:
უზომოდ საჭიროებენ თავის მეორე ნახევარს. მათ დიდი მოთხოვნილება აქვთ ჰყავდეთ ჭეშმარიტი მეუღლე ანდა საყვარელი  პოლარული ენერგიის წყარო. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება იქნება უსუსური და საბრალოდ.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ბავშვის ჩასახვა მოხდება სიხარულსა და მხიარულებაში, ასეთივე იქნება მისი ხასიათიც, მაგრამ ფრთხილად იყავით, თქვენი შვილი შესაძლოა გაიზარდოს ლოთი და მატყუარა.
მედიტაცია:

ცეკვა.
მთვარე იმყოფება ,,კირჩხიბის'' ზოდიაქოში     5.12-ის 5.36 სთ.დან 7.12-ის 0.37 სთ.მდე

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მორიელის და თევზების  ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება  ქალწულის და კუროს ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მშვილდოსნის და  მერწყულის ნიშნებს.
კირჩხიბის და  თხის რქის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  ლომის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი სასწორის და ვერძის ზოდიაქოსთვის.

 დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: 5 დეკემბერი დადებითი და წარმატების მომტანი დღე იქნება, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარი.
(საათები  მითითებულია სქართველოს ადგილობრივი  დროით.)
პატივისცემით ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი 
 facebook: beso beciashvili
skype: asyrokonsultant
მობ: 5 93 21 52 74

Комментариев нет:

Отправить комментарий