მთვარის მე-18 დღე
5.12-ის 19.38 სთ.დან 6.12-ის 20.45 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
|
სასწორის 25-ე და მორიელის მე-6 გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
სარკე, ყინული, მაიმუნი.
|
მოქმედება:
|
განწმენდა.
|
სახელწოდება:
|
სარკე, ყინული, ყინული.
|
პასიური დღე, ზოგიერთი ადამიანისათვის მძიმე, ვინაიდან შეიძლება ცოდვით დაცემის დღედ იქცეს. ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ ებრძოლოს საკუთარ მდაბიო ინსტიქტებს, ეძალებათ კოშმარები. იქმნება წარმოდგენა, თითქოს სურთ რომ ჭეშმარიტი გზიდან გადაგახვევინონ.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
სუსტად უარყოფითია. ცუდია ქორწინებისთვის, კარგია მოგზაურობისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
მოტყუების, ინტრიგების, მაქინაციების დღეა. აუცილებელია გონებისა და სხეულის განწმენდა. არ დაგეგმოთ არაფერი. დღე დაკავშირებულია სხვის მიბაძვასა და სხვისი აზრების პასიურ მიყოლასთან.
ყველამ უნდა იმუშაოს საკუთარ ფუჭ და ბინძურ აზრებზე. სამყაროსადმი ობიექტური ხედვის გამომუშავებით, შეეცადეთ დაინახოთ საკუთარი თავი გვერდიდან, უარი თქვით ილუზიებზე და მდაბიო ინსტიქტებზე. მე-18 დღეს მომხდარმა შეიძლება მოახდინოს შემდეგი რამის დემონსტრირება: გარე სამყარო წარმოადგენს, ჩვენი შინაგანი არსის, აზრების და ქმედებების სარკისებურ ანარეკლს. ყოველი ჩვენთაგანი იმსახურებს თავის სარკეს: ერთნი ჴ მრუდეს, მეორენი ჴ სწორს და სუფთას, მესამეთ ჴ თითქოს თვალში მოხვდა სარკის ნამსხვრევი, ამიტომ ხედავენ ყველაფერს დამახინჯებულად. მოკლედ, ამ მთვარის დღეს, სარკე გვანახებს, თუ რა დავამუშავეთ ჩვენ.
უკუნაჩვენებია ლოთობა და სიგარეტი.
კარგია კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. რეკომენდირებულია
შიმშილობა. ამ დღეს ყველამ უნდა მიატოვოს ამპარტავნობა და ეგოიზმი.
სოციალური ზეგავლენა:
საშიშია. მძაფრდება დაქვემდებარების, საკუთარი და სხვისი არასრულყოფილების გრძნობა. კარგია მსახიობის ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანთათვის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ყურადღება უნდა მიექცეს თირკმლებს. შესაძლოა თავი იჩინოს კანის დაავადებებმა, გაიხსნას ძველი იარები (დიდი სიფრთხილეა საჭირო ნებისმიერი დიაგნოზის და სამკურნალო საშუალებების მიმართ). თუ რაიმე ამდაგვარი მოხდება, ესე იგი ადამიანმა დაარღვია კოსმიური კანონები.
რეკომენდებულია კანის გაწმენდა, მასაჟი, აბანო (კარგია ორთქლის). არ არის სასარგებლო ხორციანი საკვების მიღება. უკეთესია კაკალი, მცენარეული ზეთები (მასაჟის დროსაც სასარგებლოა მისი კანში შეზელა).
საჭიროა ნაკლები ძილი.
ამ მთვარის დღეს დაბადებული ადამიანები:
დაჯილდოებულები არიან მსახიობური ნიჭით, ძირითადად კომედიურ ჟანრში. მიჰყავთ რა ყველაფერი აბსურდამდე, ისინი სამყაროს ამობრუნებულს ხედავენ. ხშირად თავის ილუზიებში ისე იკარგებიან, რომ უკვე არავის აღარ იბრალებენ არც მტყუანს და არც მართალს.
მაღალგანვითარებული ინდივიდუუმების ამოცანაა მაღალი იდეების სამსახური. ისინი შესაძლოა გმირობაზე და თავგანწირვაზეც წავიდნენ, ამასთან დარჩნენ თავმდაბლები და შეუმჩნეველნი. მკურნალები.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული ბავშვი შესაძლოა არ იყოს ჯანმრთელი, მაგრამ მას სიმდიდრე ელის. იქნება ჭკვიანი და შრომისმოყვარე. ასეთ ხალხს პატივს სცემენ. მთავარია თავი არ ჩათვალონ ეტალონად. წინააღმდეგ შემთხვევაში ილუზიებს მსხვრევა და მარტოობა ელით.
მედიტაცია:
თეატრი.
მთვარე იმყოფება ,,კირჩხიბის'' ზოდიაქოში 5.12-ის 5.36 სთ.დან 7.12-ის 0.37 სთ.მდე
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მორიელის და თევზების ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება ქალწულის და კუროს ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მშვილდოსნის და მერწყულის ნიშნებს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მშვილდოსნის და მერწყულის ნიშნებს.
კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ლომის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი სასწორის და ვერძის ზოდიაქოსთვის.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ლომის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი სასწორის და ვერძის ზოდიაქოსთვის.
დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: 6 დეკემბერი სუსტად დადებითი დღეა. ფარდობითად დადებითი იქნება დღის პირველი ნახევარი.
საღამოს 18-22 საათთან ახლოს პერიოდში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. მომატებული იქნება ტრავმის და აგრესიის ალბათობა. (მთვარის და აგრესორი პლანეტა მარსის კრიტიკული ვიბრაციის, კვადრატურის გამო).
საღამოს 18-22 საათთან ახლოს პერიოდში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. მომატებული იქნება ტრავმის და აგრესიის ალბათობა. (მთვარის და აგრესორი პლანეტა მარსის კრიტიკული ვიბრაციის, კვადრატურის გამო).
(საათები მითითებულია სქართველოს ადგილობრივი დროით.)
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
facebook: beso beciashvili
skype: asyrokonsultant
მობ: 5 93 21 52 74

Комментариев нет:
Отправить комментарий