მთვარის მე-9 დღე
21.06-ის 13.57 სთ.დან 22.06-ის 15.01 სთ.მდე. მოქმედებს.
პირველი კვადრატურა მთვარესა და მზეს შორის
|
სიმბოლური შესატყვისება:
|
კირჩხიბის მე-7 და მე-18 გრადუსები.
|
|
სიმბოლო:
|
ღამურა.
|
|
მოქმედება:
|
სპაზმა, მოწამვლა.
|
|
სახელწოდება:
|
ღამეს, რძის გზა.
|
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია ბინაში მუშაობა, მოგზაურობა. ცუდია ქორწინებისთვის, სწავლისთვის, სამზარეულოში მუშაობისთვის. თუ მე-9 დღეს კაკტუსი აყვავდა, სასიკეთო ნიშანია.
მისტიური ზეგავლენა:
ყველაზე უარყოფითი მთვარის დღეა. მოტყუების, სიამაყის, უთანხმოების. შეუძლია დაღუპოს ყველა წამოწყება. როგორც წესი, ამ მიმართულებით აქტიურობა ამ დღეს ყოველთვის ისჯება. შედეგები საშინელია. რეკომენდებულია განწმენდა, პასიურობა, კონტროლი. გულში სიმძიმის შეგრძნება იმის ნიშანია, რომ ბევრი პრობლემა დაგროვდა და საჭიროა ყურადღება დავუთმოთ სულიერ საზრდოს შეთვისებას, სათავეებს, ტრადიციებს.
შეიძლება შესრულდეს ძალისმიერი ასანები. ძალიან ეფექტური იქნება, თუ ამ დღეს მიუტევებთ ადამიანს, ვინც თქვენ გაწყენინათ.
სოციალური ზეგავლენა:
ნაკლებწარმატებული, საშიში, სატანური დღეა. განდიდების პერიოდია, ილუზიების, სიცრუის, შეცდომების და მოწამვლების. შესაძლოა დაგესიზმროთ საშინელი და მტანჯველი სიზმრები. ეს ის დღეა, როდესაც მხოლოდ ცუდ მინიშნებებს ვიღებთ, რომლებსაც ყურადღებით უნდა მოვექცეთ და ფხიზლად შევაფასოთ თითოეული მათგანი.
საჭიროა ჩანაფიქრების გაწმენდა, აქტიური თვითდაცვა აგრესიული სიბნელისაგან. ყველაზე ძლიერი მანიშნებელი ამ დღეს არის დაღვრილი რძე. თუ დედას ამ დღეს რძე გაუშრა, მისი შვილი დასჯილი იქნება.
არ შეიძლება სარკეში ცქერა, რეცხვა.
სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადება საშიშია, მაგრამ კარგად იკურნება. ხშირია ნევრალგიები, გულის დაავადებები გამწვავდება. ფსიქოანალიტიკოსების დღეა, თუმცა ფსიქიკა გადატვირთულია კომპლექსებით და გადაუდებელი პრობლემებით. მწვავდება ფობიები და სუიციდური (თვითმკვლელობის) ტენდენციები. ხშირია თვითმკვლელობა და დანაშაული. ხშირია ინტოქსიკაციები, მოწამვლები.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ძალიან ავადმყოფები არიან. ხშირად იწამლებიან ჰორმონული ბალანსი დარღვეული და იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ. შესაძლოა უშველოს გამწმენდმა პროცედურებმა და ჯანსაღი ცხოვრების წესმა. მათ ესაჭიროებათ მუდმივი გამწმენდი პროცედურები, როგორც ფიზიკური, ასევე ასტრალური შლაკებისაგან გასათავისუფლებლად.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
არასასურველი დღეა ჩასახვისათვის. თქვენი შვილი შესაძლოა საზოგადოებისთვის საშიში გახდეს. სხვა შემთხვევაში მისი სიცოცხლე საშინელ ტანჯვაში გაივლის. ნუ გარისკავთ
მედიტაცია:
თეთრი ფონი.
მზე გადავა 21 ივნისდან 23 ივლისამდე კირჩხიბის ზოდიაქოში.
წარმატებას მოუტანს მორიელის და თევზების ნიშნებს. ასევე ქალწულის და კუროს ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება ექნებათ, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა, მშვილდოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს.
თავად კირჩხიბის მიშნებს დაბადების დღემდე ბოლო ერთი კვირა დაძაბული ექნებათ და დაბადების დღის საღამოდან და მეოდე დღიდან დადებითი პერიოდი დაეწყებათ.
თხის რქის ზოდიაქოს მოუწევს ხელმძღვანელობასთან, პარტნიორებთან კამათი, დაპირისპირება და ზოგადად, რთული სამუშაო პერიოდი ექნებათ.
ლომის ზოდიაქოს ნიშნისათვის სუსტად დადებითი პერიოდია.
ტყუპების ნიშნისთვის დადებითი იქნება აღნიშნული დროის მონაკვეთი.
კირჩხიბის ზოდიაქოში მზის მდებარეობა კრიტიკული იქნება სასწორის და ვერძის ზოდიაქოს ნიშნებისათვის.
მთვარე იმყოფება ,,სასწორის'' ზოდიაქოში 20.06-ის 16.29 სთ.მდე. 22.06-ის 23.12-სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მერწყულის და ტყუპების ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ მშვილდოსნის და ლომის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თევზების და კუროს ნიშნებს.
სასწორის და ვერძის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მორიელის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თხის რქის და კირჩხიბის
ზოდიაქოსთვის.
დღის ასტროლოგიური პროგნოზი: 21 ივნისი კრიტიკული დღეა, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარი და საღამოს საათები.
მინაწერი: საათები მოყვანილია საქართველოს ადგილობრივი დროით. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა პიროვნებებმა პროგნოზში მოყვანილი საათები უნდა გაითვალისწინონ ადგილობრივ დროზე საათის გადაყვანის შემდეგ.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili
skype: astrokonsultant

Комментариев нет:
Отправить комментарий