четверг, 21 июня 2018 г.

22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, 2018 წელი.



მთვარის მე-10 დღე
22.06-ის 15.01-სთ.დან 23.06-ის 16.04-სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
კირჩხიბის მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
წყარო, ფანტანი. დაკავშირებულია უშრეტი ენერგიის წყაროსთან, რომელიც მუდმივად ავსებს ადამიანს. მიგვანიშნებს სულიერ დამოუკიდებლობაზე.
მოქმედება:
გამარჯვება.
სახელწოდება:
ფანტანი, სახლმშენებლობა, წყარო.
ეს დღე დაკავშირებულია საკუთარ ტრადიციებზე გასვლაზე. ადამიანის თვითჩაღრმავებასთან. კარმული მეხსიერების ჩართვასთან. ამ დღეს ხდება ცოდნის საიდუმლო წყაროებზე გასვლა. ზოგჯერ ადამიანი ამ დღეს იწყებს რაიმეს კეთებას გაუცნობიერებლად.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ოჯახური დღეა. კარგია, თუ მას ახლობლებთან გაატარებთ. ადვილად მიდის საქმე სახლის აშენებისას ანდა რემონტის დროს. წარმატებული იქნება ვაჭრობა, ყიდვა. არ არის რეკომენდებული მოგზაურობა. საუკეთესო დღეა აბანოსათვის.
მისტიური ზეგავლენა:
სულიერი თავისუფლების დღეა, მაგრამ არა სიმარტოვის. ოჯახური ტრადიციებისა და ფესვების შესწავლის დღეა, რომელიც თვალსაჩინო შედეგს მოიტანს. რეკომენდებულია საკუთარი დანიშნულების ძიება, გვარის ისტორიაზე მუშაობის გზით. ხშირია აღმოჩენები, მიგნებები.
მთვარის მე-10 დღეს რეკომენდებულია მედიტაცია საკუთარსა და გვარის კარმაზე, რათა ამოვხსნათ საკუთარი წარსული და მომავალი, უკეთესად წარმოვიდგინოთ, როგორ უზრუნველვყოთ მომავალი იმ გზით, რომელიც ავირჩიეთ ცხოვრებაში. გენეალოგიის ხეზე მსჯელობა, წინაპართა პორტრეტებზე მედიტაცია. უნდა შევათანხმოთ ოჯახის, სახლის განმტკიცებას. კარგია ამ დღეს მშენებლობის დაწყება. მე-10 დღე დასვენების დღეა. იგი საუკეთესოა რუსული ორთქლის აბანოსათვის.
სოციალური ზეგავლენა:
საკმაოდ სასიკეთო დღეა, განსაკუთრებით ახლობლებთან, კარგად ნაცნობ ხალხთან საქმიანობისათვის. კარგად მიდის წამოწყებანი. ძველი კავშირების გაწყვეტა არ არის რეკომენდებული. განსაკუთრებით საქმიანის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ყველა ავადმყოფს უმსუბუქდება მდგომარეობა, თვით უიმედოებსაც კი არ იშიმშილოთ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ხდებიან პოპულარულები, უწევთ შორეული მოგზაურობები. ესახებათ ამოცანა იმუშაონ მისტიკაზე. ზოგჯერ ეს მოვლენა ისე გამოიყურება, როგორც ქვეცნობიერის დაძაბულობა. ამ დღეს დაბადებულები, თავის თავში ახალი ენერგიის წყაროს აღმოაჩენენ, ბევრი მათ მიმართავენ დახმარებისათვის, როგორც სიძლიერის წყაროს.
ისინი ვინც განვითარების დაბალ საფეხურზე დგანან, ანგარებიანები არიან, ზედაპირულები, ხშირად იტანჯებიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ბავშვი დაკავშირებული იქნება თქვენს გვართან, სახელმწიფოსა და სამშობლოს კარმასთან. მას გარანტირებული ექნება წინაპართა და სხვა სულებისაგან მხარდაჭერა. მოგზაური იქნება.
მედიტაცია:
გენიოლოგიური ხე.

მზე  გადავა 21 ივნისდან 23 ივლისამდე კირჩხიბის ზოდიაქოში.

წარმატებას მოუტანს მორიელის და თევზების ნიშნებს. ასევე ქალწულის და კუროს ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება ექნებათ, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა, მშვილდოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს.
თავად კირჩხიბის მიშნებს დაბადების დღემდე ბოლო ერთი კვირა დაძაბული ექნებათ და დაბადების დღის საღამოდან და მეოდე დღიდან დადებითი პერიოდი დაეწყებათ.
თხის რქის ზოდიაქოს მოუწევს ხელმძღვანელობასთან, პარტნიორებთან კამათი, დაპირისპირება და ზოგადად, რთული სამუშაო პერიოდი ექნებათ.
ლომის ზოდიაქოს ნიშნისათვის სუსტად დადებითი პერიოდია.
ტყუპების ნიშნისთვის დადებითი იქნება აღნიშნული დროის მონაკვეთი.
კირჩხიბის ზოდიაქოში მზის მდებარეობა კრიტიკული იქნება სასწორის და ვერძის ზოდიაქოს ნიშნებისათვის.


მთვარე იმყოფება ,,სასწორის''  ზოდიაქოში           20.06-ის 16.29 სთ.მდე. 22.06-ის  23.12-სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მერწყულის და  ტყუპების    ნიშნით                                   დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ  მშვილდოსნის და  ლომის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თევზების და კუროს  ნიშნებს.
სასწორის და  ვერძის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
 ქალწულის ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  მორიელის     ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  თხის რქის და  კირჩხიბის
 ზოდიაქოსთვის.


 დღის  ასტროლოგიური პროგნოზი: 22 ივნისი 15 საათამდე კრიტიკულია, მთვარის მე-9 დღის გამო. 15 საათის შემდგომი დღის მონაკვეთი დადებითი იქნება.

მინაწერი: საათები მოყვანილია საქართველოს ადგილობრივი დროით. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა პიროვნებებმა პროგნოზში მოყვანილი საათები უნდა გაითვალისწინონ  ადგილობრივ დროზე საათის გადაყვანის შემდეგ.
პატივისცემით ასტროლოგი  ბესო ბეციაშვილი
მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili
skype: astrokonsultant


Комментариев нет:

Отправить комментарий