23.06-ის 16.04-სთ.დან 24.06-ის 17.05 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
|
ლომის 1 და მე-12 გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
ცეცხლოვანი ხმალი, გვირგვინი.
|
მოქმედება:
|
პროფესიონალიზმი.
|
სახელწოდება:
|
გვირგვინი, ხმალი, ლაბირინთი.
|
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
დიდი საქმეები არ წამოიწყოთ, ზარალს მოიტანს. ცუდია ვაჭრობისათვის, საქმიანობისათვის, სადაც ტრამვის საშიშროებაა. კარგია მოგზაურობისათვის, ადიგილის შესაცვლელად, აგრეთვე დაწყებული საქმის დასამთავრებლად.
მისტიური ზეგავლენა:
უკონტროლო ენერგიის დღეა. გამოუცდელებს არ ურჩევენ რამის დაწყებას ან გაკეთებას. შეიძლება ყურადღება დაეთმოს სხეულს, დაისვენეთ, გააკეთეთ ვარჯიშები მოქნილობისა და ძალის განსავითარებლად. ამ დღეს უფრთხილდით მწერებს. ეს ის დღეა, როცა აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ნებისმიერი საქმიანობისას. შეიძლება გააკეთოთ რაიმე გამწმენდი პროცედურები, კერძოდ ასტრალის, მაგიური მოქმედებებით და ლოცვით, მაგრამ ამ ყველაფრისათვის ზედმიწევნით მომზადებული უნდა იყოთ.
თუ ადამიანმა არ იცის, ანდა არ არის განწმენდილი, ნუ დაიწყებს რაიმე სერიოზულს. ხალხი ვინც კარგად არ არის დახელოვნებული ყოველდღიური პრაქტიკით, არ უნდა გადაიტვირთონ, არ აიღოთ ხელში მჭრელი ინსტრუმენტები, პურიც კი არ დაჭრათ ამ დღეს. დაწყებული საქმისათვის თავის დანებება არ შეიძლება. ყველაფერი ბოლომდე უნდა მიიყვანოთ.
ძირს დავარდნილი დანა, ჩანგალი, საშიშროებაზე
გაფრთხილებთ.
არ არის რეკომენდირებული
მწერებთან მიახლოება (არც მოკვლა არ შეიძლება).
სოციალური ზეგავლენა:
არც ისე სიკეთისმომტანი დღეა. სხეულისა და გონების მკვეთრი გამოვლინება ხდება. არ შეუდგეთ უცხო საქმიანობას (განსაკუთრებით ტრამვის საშიშროება თუ არის).
სამედიცინო თვალსაზრისით:
აუწერელი მოულოდნელობების დღეა. ბევრი საოცრება ხდება. ავადმყოფზე გაძლირებუილ ზემოქმედება საკმაოდ ცუდია. დაწყებული ავადმყოფობები საშიშია, განსაკუთრებით ქალებისათვის.
კარგია მთვარის მე-11 დღეს შიმშილობის დაწყება.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ფლობენ ოკულტური ნიჭის დიდ ძალას, თავისდა საუბედუროდ. ცხოველები არ წყალობენ. მწერები პირიქით, სულ გარს ახვევიან. განსაკუთრებულ ნიჭს არაფერში არ ამჟღავნებენ. ამ დღეს დაბადებულები ძლიერები და პრაქტიკულად ამოუცნობი და უცნაური ხალხია. ხშირად ემართებათ კატაკლიზმები. ასეთ ხალხს ხშირად კბენენ ძაღლები, კალიები და თვით ძროხებიც კი.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ბიჭის ჩასახვისათვის საუკეთესო დღეა. ბევრი არაჩვეულებრივი ბუნებრივი ძალების მატარებელი იქნება. აქტიური მებრძოლი. ექნება მაგიის ნიჭი.
მედიტაცია:
სხეულის შინაგანი პროცესები.
მთვარე იმყოფება ,,მორიელის'' ზოდიაქოში 22.06-ის 23.12-სთ.დან 25.06-ის 8.29 -სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში თევზების და კირჩხიბის ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ თხის რქის და ქალწულის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ვერძის და ტყუპების ნიშნებს.
მორიელის და კუროს ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მერწყულის და ლომის
ზოდიაქოსთვის.
დღის ასტროლოგიური პროგნოზი: 23 ივნისი დადებითი დღეა, კრიტიკული იქნება 16 საათთან ახლოს პერიოდი. (მთვარის და პლანეტა მარსის კვადრატურა, კრიტიკული ვიბრაციების ზემოქმედება), აღნიშნულ საათთან ახლოს მოიმატებს აგრესიის და ტრავმების ალბათობა, ასევე, მოსალოდნელია ამინდის გაუარესება.
მინაწერი: საათები მოყვანილია საქართველოს ადგილობრივი დროით. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა პიროვნებებმა პროგნოზში მოყვანილი საათები უნდა გაითვალისწინონ ადგილობრივ დროზე საათის გადაყვანის შემდეგ.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili
skype: astrokonsultant

Комментариев нет:
Отправить комментарий