четверг, 18 ноября 2021 г.

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2021 წელი.

 



მთვარის მე-15 დღე

18.11-is 17:13 sT.dan 19.11-is 17:40 sT.mde moqmedebs.

 

სიმბოლური შესატყვისება:

ქალწულის მე-19 და 30- გრადუსები.

სიმბოლო:

გველი, ტურა, უწმინდურთან მებრძოლი ადამიანი.

მოქმედება:

ცდუნება.

სახელწოდება:

გველი, ტურა.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

კრიტიკული დღეა. საქმეებს ყოველ წუთს შეიძლება შეექმნას დაბრკოლება. ცუდია სექსისა და ოჯახისათვის.

მისტიური ზეგავლენა:

გამოიყენეთ ასკეტიზმის ყველა ფორმა. სატანური დღეა. ამ დღეს შინაგანი გველი აქტიურდება ყველა ადამიანში, ამიტომ საჭიროა გამოვიყენოთ ასკეტიზმის ნებისმიერი ფორმა, რომ წმინდა დავრჩეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა ასტრალი. სასარგებლოა სამართლის დაცვა. სასარგებლოა ასკილის ჭამა, მახსოვრობის გასაუმჯობესებლად. საკვებად გამოდგება როგორც ცხარე, ასევე ცხელი, სამარხო საჭმელები. რეკომენდებულია იაპონური სამზარეულო. არ შეიძლება ვაშლი (ძალიან ინური ენერგიისაა).

მე-15 დღის სიზმარი წინასწარმეტყველურია. ამ დღეს დავა ცუდი ნიშანია.  კარგია ძაღლი, თუნდაც იყეფებოდეს.

სოციალური ზეგავლენა:

ცუდია. ცდუნებების, მოტყუების ილუზიების და ცოდვების დღეა. არ ილანძღოთ. არ მიიღოთ საჩუქრები.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ამ დღეს უკეთესია ავად არ გახდეთ. გადატვირთულია ჰორმონალური და რეგულატორული ფუნქციები. ისტერიულობა, ფობიები, ტრავმის საშიშროება. ყურადღება მიაქციეთ კუჭქვეშა ჯირკვალს, დიაფრაგმას.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

გველის ნატურისანი არიან (სავსევმთვარობა). ჯანმრთელობა კარგი აქვთ, დაჯილდოებული არიან დიდი ნიჭით. დღეგრძელები, თუმცა საკუთარი თავის წყალობით საკმაოდ უბედურები. გადაჭარბებული ვნებიანები, ზოგჯერ გიჟურად. ცუდად სწავლობენ. ყველა ასტრალურ ცდუნებებს ადვილად ემორჩილებიან, რადგან ასტრალური გველის გავლენის ქვეშ არიან დაბადებულები. მათთვის უცხო არაა არანაირი ხორციელი ცდუნება.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

კრიტიკული დღეა ჩასახვისათვის. სიყვარული და სიძულვილი დაიპყრობს თქვენს ბავშვს. სიბოროტის მტერი იქნება. იგრძნობს მიწიერი და ზეციური ძალების მხარდაჭერას. უცოდველი არსებიდან ცხოვრება მებრძოლს ჩამოაყალიბებს. მის სულს თანაგრძნობის უნარი ექნება.

მედიტაცია:

სიჩუმე, სიცარიელე.

მთვარე იმყოფება  ,,კუროს''  ზოდიაქოში            17.11-ის 6:17 სთ.დან 19.11-ის 18:31 სთ,მდე 



აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ქალწულის და თხის რქის ნიშნით   დაბადებულებისთვის

ზომიერი წარმატება ექნებათ  კირჩხიბის და  თევზებს ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  სასწორის და მშვილდოსნის ნიშნებს.
კუროს და მოეიელის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ვერძის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  ლომის და მერწყულის  ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი:  19 ნოემბერს სავსე მთვარის და მთვარის 97 პროცენტიანი დაბნელების კრიტიკული ენერგეტიკა იმოქმედებს. იშვიათი მოვლენა გვექნება, სამ საათზე მეტი დროით მთვარის ასეთი, თითქმის სრული დაბნელება ოცდამეერთე საუკუნეში პირველია, როგორც ასტრონომები აბობენ.
მთვარის დაბნელება დაიწყება გრინვიჩის დროით 8:58 საათე, რაც საქართველოს ადგილობრივი დროით 12:58 საათზე მოხდება და გაგრძელდება სამ საათზე მეტი დროის განმავლობაში. შესაბამისად, რადგან დღის საათებშია დაბნელება, საქართველოს მერიდიანიდან არ გამოჩნდება.
მიუხედავად ასეთი რთული მოვლენის, დღე სუსტად დადებითი იქნება.



პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 593215274  (Viber, WhatsApp.)
Facebook - BESO BECIASHVILI
SKYPE: ASTROKONSULTANT BETSIASHVILI

Комментариев нет:

Отправить комментарий