суббота, 20 ноября 2021 г.

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2021 წელი.

 



მთვარის მე-16 დღე 

19.11-ის  18:12 სთ.დან  20.11-ის 18:50 სთ.მდე მოქმედებს.

მთვარის მესამე ფაზის პირველი დღე

 

სიმბოლური შესატყვისება:

სასწორის 1-ლი და მე-12 გრადუსები.

სიმბოლო:

მტრედი, პეპელა.

მოქმედება:

განწმენდა.

სახელწოდება:

მტრედი, პეპელა, კიბე.

 

ვინაიდან მთვარის მესამე ფაზის პირველი დღეა, ზოგჯერ სავსემთვარეობა უწევს. წმინდა დღეთაგან ეს ერთ-ერთი დღეა.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

დადებითია, განსაკუთრებით დალაგებისთვის. ეს დღე გამოირჩევა სამართლიანობით, ჰარმონიულობით და წონასწორობით ფიზიკურ და ასტრალურ სხეულს შორის. მიაჩნიათ, რომ ყვირილი, უცერემონიო საქციელი ამ დღეს მთლიანად უნდა გამოირიცხოს. საჭიროა სიმშვიდის დაცვა. არ უნდა დავუშვათ დაირღვეს სულიერი სიმშვიდე და კომფორტი, რამდენადაც ამ დღის სიმბოლოა ზომიერება. ეს ერთ-ერთი დღეა მოძღვართან მისვლის, სიბოროტე და აგრესიულობა, შური, გამოვლენილი ამ დღეს, დაცემამდე მიგიყვანთ. უკუნაჩვენებია სექსი. განწმენდის და შემდგომი ცხოვრების დადგეგმვის დღეა. უნდა ვიმუშავოთ სულის, სხეულისა და ფსიქიკის ჰარონიაზე. ნუ დაგმოიყენებთ ცხოველურ საკვებს (თევზის გარდა). შეიძლება სოკო. არ შეიძლება ჩიტების მოკვლა. 

მისტიური ზეგავლენა:

-

სოციალური ზეგავლენა:

კარგია ნებისმიერი მშვიდობიანი საქმიანობისათვის. ანგარიშების ჩაბარების და კონტაქტის დღეა.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ნაჩვენებია ფიზიკური ვარჯიშები, გამწმენდი პროცედურები. ამ დღეს მძაფრდება სიმარტოვის შეგრძნება, ცხოვრებით უკმაყოფილება.

სისხლის განახლების დღეა. დაავადებები მიუთითებს არაწმინდა სულიერებაზე. ამასვე მიუთითებს ტანსაცმელზე მიცხობილი ტალახი.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

სისუფთავის და თეთრი ფერის მოყვარულები არიან. მოსწონთ ცისფერი და ვერცხლისფერი, პეწენიკები არიან (კარგი გაგებით) ფანტაზიორები, ნაყოფიერი სიცოცხლე აქვთ, სხვებს არ განსჯიან.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

თქვენს შვილს მშვიდი ხასიათი ექნება. ეყვარება ცხოველები და ბუნება. სულიერი სიწმინდის მოთხოვნილება ექნება, ბევრი მიმართავს მას რჩევისათვის. მის ცხოვრებაში იქნება მოგზაურობები, გარდაქმნები, ძირითადად კი გაწონასწორებული ადამიანი იქნება.

მედიტაცია:

თეთრი ფერი.

მთვარე იმყოფება  ,,ტყუპების''  ზოდიაქოში          19.11-ის 18:31 სთ.დან   22.11-ის 7:33 სთ.მდე. 



აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში სასწორის და მერწყულის ნიშნით   დაბადებულებისთვის

ზომიერი წარმატება ექნებათ  ლომის და  ვერძის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  მორიელის და თხის რქის ნიშნებს.
ტყუპების და სასწორის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კუროს ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  ქალწულის და თევზების ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი:  20  ნოემბერს სავსე მთვარის დაბნელების შემდეგ 5 დეკემბრის ახალი მთვარის ჩათვლით, რომელიც მზის დაბნელებით იქნება, ფარდობითად, კრიტიკული დროის მონაკვეთი გვექნება.
20  ნოემბერს დარჩება სავსე მთვარის ზემოქმედება, მაგრამ, ზოგადად,  დადებითი დღე იქნება.



პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 593215274  (Viber, WhatsApp.)
Facebook - BESO BECIASHVILI
SKYPE: ASTROKONSULTANT BETSIASHVILI

Комментариев нет:

Отправить комментарий