суббота, 27 ноября 2021 г.

28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2021 წელი.

 



მთვარის 24- დღე  

მოქმედებს, ძირითადად, 28 ნოემბერს.

სიმბოლური შესატყვისება:

თხის რქის მე-7 და მე-18 გრადუსები.

სიმბოლო:

დათვი, შივა.

მოქმედება:

მძიმე ნაბიჯები.

სახელწოდება:

მთა, დათვი, შივა.

მთვარე გადის გველმტარებლის თანავარსკვლავედს ზევიდან-ქვევით და თხის რქიდან გადადის მერწყულში. ეს არის ძველის ნგრევისა და ახლის შექმნის პერიოდი.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

ცუდია მოგზაურობისთვის, უსაქმურობისთვის, დარდისთვის. კარგია ახალი საქმეების დასაწყებად, განსაკუთრებით სახლის მშენებლობისთვის. ბოსტანში მუშაობისთვის.

ეს დღე დაკავშირებულია მშენებლობასთან: შეიძლება სახლის შენება, საძირკვლის ჩაყრა, ტაძრის აგება. საერთოდ ფუნდამენტალური საძირკვლები შემდგომში იწყვევს რეზერვების აქტიურ გამოყენებას.

ძველ ეგვიპტეში პირამიდების ფუნდამენტების ჩაყრა ზუსტად ამ დღეს ხდებოდა.

ამ დღეს დათვი სჯის მოძალადეებსა და სადისტებს.

მისტიური ზეგავლენა:

ძალების გამოღვიძების დღეა, ძალიან ძლიერი დღეა. ასრულებენ მძიმე სამუშაოს, სავარჯიშოებს. შეიძლება საკუთარი ტაძრის მშენებლობის დაწყება.

დღე დაკავშირებულია ბუნების ძალების გამოღვიძებასთან. ადამიანს შეიძლება ექნეს ხილვა ან მასში ხდება უდიდესი ძალის გამოღვიძება. თუ მან არ იცის როგორ გამოიყენოს ის, შემდგომში პასუხი მოეთხოვება. რეალიზდება საგვარეულო წყევლა.

სოციალური ზეგავლენა:

კეთილი დღეა, თუმცა არც მთლად კარგი. საუბრისას არ გამოიყენოთ ზეწოლა მოსაუბრეზე, აგრეთვე უკუნაჩვენებია უხეში ხუმრობა და ცინიზმი.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ამ დღეს ხშირად გამოჯანსაღება მოაქვს. შესაძლოა მოგვცეს ძნელადგანკურნებადი მძიმე დაავადებებიც.

ფიზიკური ბუნების დამორჩილების დღეა. შეიძლება მომზადდეს წამლები. კარგია ძალისმიერი ფიზიკური სავარჯიშოები. იოგა. საკეთილდღეოა სექსუალური ენერგიის გამოსაღვიძებლად. ეს დღე ყველა ნაყოფიერების ღმერთის კულტის დღეა, შეერთების დღე, ჩასახვის დღე, მაგრამ ბოროტად არ უნდა გამოიყენოთ სექსუალური პრაქტიკები, თორემ პრობლემებს ვერ მოთვლით. ეს დღე საკუთარი ორგანიზმის გასამაგრებლად და სულიერი დონის ასამაღლებლად უნდა გამოიყენოთ.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

ძლიერები არიან. ხშირად დაფიქრებულები, არაამქვეყნიურები”. სხვადასხვა სფეროში თანდაყოლილი ტალანტით.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

მორალურად სუფთა და მოხერხებულები, დიდი ძალის პატრონები, მოუხეშავი, კეთილი და ჭკვიანები იქნებიან. კარგი მადა, გარშემომყოფთა სიყვარული ექნებათ, თუმცა შესაძლოა ხანგრძლივი დაავადებები ჰქონდეთ. დაიცავით თქვენი ბავშვი სიზარმაცისგან. 

მედიტაცია:

დიდი ნაგებობები, ბუნება.

მთვარე იმყოფება  ,,ქალწულის''  ზოდიაქოში        27.11-ის 6:12 სთ.დან 29.11-ის 12:55 სთ.მდე. 



აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში თხის რქის და კუროს ნიშნით   დაბადებულებისთვის

ზომიერი წარმატება ექნებათ  მორიელის და  კირჩხიბის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  მერწყულის და ვერზის ნიშნებს.
ქალწულის და თევზების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ლომის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  სასწორის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  მშვილდოსნის და ტყუპების ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი: შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, მთვარის და მზის დაბნელებებს შორის  დროის კორიდორი რთულია, რაც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. სარისკო წამოწყებები, შორი მოგზაურობები და ხალხმრავალი წვეულებები ალკოჰოლიანი სასმელით, შემდეგი დროისთვის გადავდოთ, განსაკუთრებით, 6 დეკემბერის მთვარის მე-3 დღემდე, როდესაც ცაზე გამოჩნდება მზის ჩასვლის შემდეგ დასავლეთით ,,ნამგალა მთვარე'' და ,,გეკატის დღეები'' დამთავრდება.
სუსტად დადებითი დღეა, განსაკუთრებით, დღის მეორე ნახევარი.
(მთვარის და პლანეტა ვენერას დადებითი ვიბრაციების შედეგად, ტრიგონალური ასპექტი).



პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 593215274  (Viber)
Facebook - Beso Beciashvili
SKYPE: Astrokonsultant Betsiashvili

Комментариев нет:

Отправить комментарий