მთვარის 25-ე დღე
მოქმედებს 29 ნოემბერს.
სიმბოლური შესატყვისება: |
თხის რქის მე-19 და 30-ე გრადუსები. |
სიმბოლო: |
კუ, ნიჟარა ორი ჭურჭელი, ცოცხალი და მკვდარი წყლებით. |
მოქმედება: |
წარმოსახვა. |
სახელწოდება: |
ნიჟარა, ჭურჭელი, კუ. |
შეეცადეთ დაასრულოთ საქმეები ზუსტად ამ დღეს.
პასიური დღეა, ცქერის, მარტოობის, კონცენტრაციისა და წარმოსახვის დღეა. შეიძლება სამკურნალო შიმშილობის დაწყება. სულიერების ამაღლებაზე მუშაობა.
ამ დღეს ყველა ადამიანი უნდა განიწმინდოს სულიერი თუ ფიზიკური შლაკებისაგან, მოუსმინოს თავის შინაგან ხმას. უკუნაჩვენებია აჩქარება. თუკი 25-ე დღეს ჩაგესმებათ რაიმე წინასწარმეტყველური ხმა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვინმეს დამონებული ჰყავხართ.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
სუსტად უარყოფითია. ცუდია ქორწინებისთვის, მოგზაურობისთვის.
მისტიური ზეგავლენა:
ერთვებიან უმაღლესი ფსიქიური ძალები. ბევრის მიღწევა შეიძლება, თუ ამ დღეს ჩაუღრმავდებით განჭვრეტას, სიმშვიდეს, მოლოდინს და განივითარებთ მგრძნობიარობას.
სოციალური ზეგავლენა:
სუსტად უარყოფითია. მოითხოვს რაციონალიურობას და გონივრულობას.
სამედიცინო თვალსაზრისით:
-
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ძალიან ადრე ბრძენდებიან. აუჩქარებლები არიან, მაგრამ ბევრი შეუძლიათ. ფლობენ სულიერი და მისტიური განვითარების უშრეტ მარაგს. ხშირად იბადებიან “წინასწარმეტყველები”.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
დაბადების საიდუმლო, ან რაიმე გაუგებარი გარემოება დიდ როლს ითამაშებს ამ დღეს ჩასახულ ადამიანზე. ის მიიღებს დაცვას და მფარველობას. დამახასიათებელია ინტუიცია, წინასწარხედვა და გულჩახვეულობა, საშიში დაავადებები და მხცოვანის სიბრძნე. მთავარია ფორმულა: “მიზანი ამართლებს საშუალებას” არ გახდეს პრინციპი მის ცხოვრებაში.
მედიტაცია:
შესაძლებელი იდეალი ადამიანში.
მთვარე იმყოფება ,,სასწორის'' ზოდიაქოში 29.11-ის 12:55 სთ.დან 1.12-ის 15:56 სთ.მდე მოქმედებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий