воскресенье, 4 сентября 2022 г.

5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2022 წელი.

 



5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2022 წელი.

მთვარის მე-10 დღე 

5.09-ის 16:20 საათიდან 6.09-ის 17:19 სთ.მდე მოქმედებს.

მითითებულია საქართველოს ადგილობრივი დრო, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის დრო უნდა გადაიყვანოთ, შესაბამისად, თქვენს ადგილობრივ დროზე.

სიმბოლური შესატყვისება:

კირჩხიბის მე-19 და 30- გრადუსები.

სიმბოლო:

წყარო, ფანტანი. დაკავშირებულია უშრეტი ენერგიის წყაროსთან, რომელიც მუდმივად ავსებს ადამიანს. მიგვანიშნებს სულიერ დამოუკიდებლობაზე.

მოქმედება:

გამარჯვება.

სახელწოდება:

ფანტანი, სახლმშენებლობა, წყარო.

ეს დღე დაკავშირებულია საკუთარ ტრადიციებზე გასვლაზე. ადამიანის თვითჩაღრმავებასთან. კარმული მეხსიერების ჩართვასთან. ამ დღეს ხდება ცოდნის საიდუმლო წყაროებზე გასვლა. ზოგჯერ ადამიანი ამ დღეს იწყებს რაიმეს კეთებას გაუცნობიერებლად.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

ოჯახური დღეა. კარგია, თუ მას ახლობლებთან გაატარებთ. ადვილად მიდის საქმე სახლის აშენებისას ანდა რემონტის დროს. წარმატებული იქნება ვაჭრობა, ყიდვა. არ არის რეკომენდებული მოგზაურობა. საუკეთესო დღეა აბანოსათვის.


სოციალური ზეგავლენა:

საკმაოდ სასიკეთო დღეა, განსაკუთრებით ახლობლებთან, კარგად ნაცნობ ხალხთან საქმიანობისათვის. კარგად მიდის წამოწყებანი. ძველი კავშირების გაწყვეტა არ არის რეკომენდებული. განსაკუთრებით საქმიანის.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ყველა ავადმყოფს უმსუბუქდება მდგომარეობა, თვით უიმედოებსაც კი. არ იშიმშილოთ.


მედიტაცია:

გენიოლოგიური ხე.


მთვარე იმყოფება  ,,თხის რქის''  ზოდიაქოში           5.09-ის 6:02 სთ.სთ.დან   7.09-ის 7:41 სთ.მდე

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, კუროს და ქალწულის  ნიშნით   დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ  ტევზების და  მორიელის ზოდიაქოს . 
 საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  ტყუპების და   ლომის ნიშნებს.
თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
ნეიტრალურია აღნიშნული დღეები მერწყულის ზოდიაქოს ნიშნისთვის.
კრიტიკულია ეს პერიოდი ვერძის და სასწორისზოდიაქოსთვის.


დღის პროგნოზი: 5 სექტემბერი დადებითი და წარმატების მომტანი დღე იქნება, განსაკუთრებით 15-16 საათის შემდგომ დღის მონაკვეთი, რომელიც ასევე დადებითად იმოქმედებს, შემდგომი, 6 სექტემბრის 17 საათამდე. 
(ზემოთ მოყვანილი, მთვარის მე-10 დღის დადებითი ენერგეტიკის გამო.)

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ: 593215274  (Viber)
Facebook: Beso Beciashvili

Комментариев нет:

Отправить комментарий