მთვარის მე-10 დღე
(აღნიშნული მთვარის დადებითი მოქმედების ზეგავლენა გრძელდება 6 სექტემბრის 17:19 საათამდე, ამიტომ, ვტოვებ 6 რიცხვისთვის, რათა გავითვალისწინოთ და ნაყოფიერად გამოვიყენოთ მისი ზემოქმედებს.)
5.09-ის 16:20 საათიდან 6.09-ის 17:19 სთ.მდე მოქმედებს.
მითითებულია საქართველოს ადგილობრივი დრო, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის დრო უნდა გადაიყვანოთ, შესაბამისად, თქვენს ადგილობრივ დროზე.
სიმბოლური შესატყვისება: | კირჩხიბის მე-19 და 30-ე გრადუსები. |
სიმბოლო: | წყარო, ფანტანი. დაკავშირებულია უშრეტი ენერგიის წყაროსთან, რომელიც მუდმივად ავსებს ადამიანს. მიგვანიშნებს სულიერ დამოუკიდებლობაზე. |
მოქმედება: | გამარჯვება. |
სახელწოდება: | ფანტანი, სახლმშენებლობა, წყარო. |
ეს დღე დაკავშირებულია საკუთარ ტრადიციებზე გასვლაზე. ადამიანის თვითჩაღრმავებასთან. კარმული მეხსიერების ჩართვასთან. ამ დღეს ხდება ცოდნის საიდუმლო წყაროებზე გასვლა. ზოგჯერ ადამიანი ამ დღეს იწყებს რაიმეს კეთებას გაუცნობიერებლად.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ოჯახური დღეა. კარგია, თუ მას ახლობლებთან გაატარებთ. ადვილად მიდის საქმე სახლის აშენებისას ანდა რემონტის დროს. წარმატებული იქნება ვაჭრობა, ყიდვა. არ არის რეკომენდებული მოგზაურობა. საუკეთესო დღეა აბანოსათვის.
სოციალური ზეგავლენა:
საკმაოდ სასიკეთო დღეა, განსაკუთრებით ახლობლებთან, კარგად ნაცნობ ხალხთან საქმიანობისათვის. კარგად მიდის წამოწყებანი. ძველი კავშირების გაწყვეტა არ არის რეკომენდებული. განსაკუთრებით საქმიანის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ყველა ავადმყოფს უმსუბუქდება მდგომარეობა, თვით უიმედოებსაც კი. არ იშიმშილოთ.
მედიტაცია:
გენიოლოგიური ხე.
მთვარე იმყოფება ,,თხის რქის'' ზოდიაქოში 5.09-ის 6:02 სთ.სთ.დან 7.09-ის 7:41 სთ.მდე

Комментариев нет:
Отправить комментарий